სალომე ზურაბიშვილმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. 

"საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს", - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" პარლამენტმა მორიგი რუსული კანონი 5 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს. 

შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტი "ოცნებამ" დაჩქარებული წესით განიხილა და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადება დაასახელა, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება". 

კანონპროექტისთვის ვეტოს დადებისკენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქტივისტებმა არაერთხელ მოუწოდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი