
The Wall Street Journal და Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სამშაბათს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გამოიყენეს ATACMS-ის რაკეტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკსა და ბერდიანსკში, ორ აეროდრომზე დარტყმისთვის.
WSJ-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ფარულად გაუგზავნა უკრაინას "მცირე რაოდენობის რაკეტები". გამოცემა სხვა დეტალებს არ ამხელს, მაგრამ აკონკრეტებს, რომ ATACMS-ის მოდიფიკაციას, რომელიც უკრაინამ მიიღო, 160 კილომეტრამდე მოქმედების მანძილი აქვს.
Noelreports-ის მედია პლატფორმამ X -ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს რაკეტის ნამსხვრევების ფოტოს და მიუთითებს იმაზე, რომ ის სავარაუდოდ MGM-140A ATACMS Block I, M39 (A1?) ტიპისაა.
ATACMS-ის სისტემები რომ უკვე უკრაინაშია, ამაზე ინფორმაციას უკრაინის რადას დეპიტატი, ოლექსეი გონჩარენკო ტელეგრამით ავრცელებს ინფორმაციასა და ფოტომასალასაც და წერს, რომ ბერდიანსკის აეროდრომზე მტრის აღჭურვილობას სწორედ ამ შეიარაღებით დაარტყეს:
"ATACMS უკვე ჩვენთანაა. ბერდიანსკის აეროდრომზე მტრის აღჭურვილობას ამით დაარტყეს. მადლობა ჩვენს პარტნიორებს! - წერს გონჩარენკო.
ცნობისთვის, ამერიკელი კანონმდებლები თვეების განმავლობაში მოუწოდებდნენ ჯო ბაიდენს, უკრაინისთვის ATACMS რაკეტები გაეგზავნა. ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ამის მზაობა გამოთქვა.