ბაიდენის თანხმობის შემდეგ, აშშ უკრაინაში ATACMS რაკეტებს გაგზავნის

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა უკრაინას საბრძოლო მასალებით აღჭურვილი ATACMS რაკეტები მიაწოდოს, როგორც კი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ გადაცემას დაამტკიცებს, - ამის შესახებ შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შესყიდვების საკითხებში დაგ ბუშმა განაცხადა.

"ჩვენ მზად ვართ, როცა პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს", - თქვა ბუშმა.

ცნობისთვის, ამერიკელი კანონმდებლები თვეების განმავლობაში მოუწოდებდნენ ბაიდენს,  უკრაინაში ATACMS რაკეტები გაეგზავნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი