საფრთხე მედიაგარემოსთვის - "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მაუწყებლის კანონში შესატან ცვლილებებზე

გამოქვეყნდა:

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მაუწყებლის კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მარეგულირებელ კომისიას საგანგებო განცახდებით მიმართავს. 

კოალიციის  წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ კომუნიკაციების კომისიას, შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას.

მიგვაჩნია, რომ პროექტის აღნიშნული სახით მიღებამ შესაძლოა წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში. ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას, - წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა მაუწყებლის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელება შეიზღუდება.

მედიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი კანონპროექტს ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს და ახალი რეგულაციების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

მაუწყებლების ერთობლივი მიმართვა მარეგულირებელ კომისიასა და სოფიო კილაძეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი