გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდება - უცხოური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაა. ცნობილია, რომ ჰუმანიტარული დახმარება სყალს, საკვებსა და მედიკამენტებს მოიცავს.
გაერო სპიკერის თქმით, გუტერეში, რომელიც ამ დროისთვის ჩინეთში იმყოფება, ეგვიპტის სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდება. სტეფან დუჟარიკი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა გუტერეში ისრაელში ან ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში ვიზიტს.
"ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის გადასატანად ჩვენ უსაფრთხო გადასასვლელი გვჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია ჰუმანიტარული სატვირთო მანქანებისა და კოლონების გადაადგილება, სანამ აქტიური დაბომბვა მიმდინარეობს", - ამბობს დუჟარიკი.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: