ისრაელი თავის მოქალაქეებს თურქეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეროვნული უშიშრობის საბჭო მოსახლეობას თურქეთსა და მაროკოში მოგზაურობის შესახებ აფრთხილებს. უწყება თვლის, რომ ისრაელელი მოგზაურები, შესაძლია, "ისრაელ-ღაზას ომის დროს გაბრაზებული ადამიანების სამიზნე გახდნენ".
უშიშროების საბჭომ თურქეთში საფრთხის დონე 4-მდე გაზარდა და მოქლაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. მაროკოსთვის კი საფრთხის დონე 2-მდე გაიზარდა - ისრაელელ ტურისტებს "განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ" მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: