არაბთა გაერთიანებული საამიროები და რუსეთი ღაზას სექტორის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს რაც ღაზის სექტორში საავადმყოფოში აფეთქება მოხდა და პალესტინის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: