იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო | ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო - სიტყვით გამოდის "ოცნების" თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ირაკლი კობახიძე. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც

სასესიო დარბაზი დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ხატია დეკანოიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ანა ნაცვლიშვილმა. ოპოზიციიდან დარბაზში ამ დროისათვის ალეკო ელისაშვილი, "გირჩები", ფრიდონ ინჯიას პარტია და თეონ აქუბარდია იმყოფებიან.

სხდომაზე არ შესულან ფრაქცია ენმ-ის დეპუტატები, გახარიას პარტიის წევრები და "სტრატეგია აღმაშენებელი".

კობახიძის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა. კითხვებს დასვამენ დეპუტატებიც, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება, რომელზე დასწრებასაც ოპოზიცია არ აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი