საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განსხვავებული მოსაზრებები აბსურდულია - ამტკიცებს ირაკლი კობახიძე და სამი მოსამართლის - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის მოსაზრებებს აკრიტიკებს. კობახიძე მათ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და ჩანაწერიდან მაგალითები მოჰყავს, რომელიც მისივე მტკიცებით ამ მოსამართლეების "მიკერძოებაზე მეტყველებს".
"პრეზიდენტი არის ერის უპარტიო ლიდერი - ასეთი რღაცები შეიძლება ზოგიერთ სახელმძღვანელოში შეგხვდეთ, მაგრამ როდესაც იწერება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, განსხვავებულ მოსაზრებაში, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რა არის ამის მიზეზი...
ასეთი ჩანაწერია - ჩვენი კოლეგები არსებითად სწორად პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა განაწილების ბალანსს, როდესაც მიუთითებენ საქართველოს პრეზიდენტის როგორც სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლზე. აქ თუ ცერემონიულია, ზემოთ რატომ არ მოეწონათ იგივე ჩანაწერი, თვითონ აღიარებენ, რომ პრეზიდენტის როლი არის ცერემონიული. მაგრამ ზემოთ წერია, რომ რატომ არის ცერემონიულიო. გასაგებია რაშიც არის საქმე - მიკერძოება, გარკვეული გავლენები" ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.