იმპიჩმენტი ვერ შედგა | "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილი ვერ გადააყენა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. "ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო.

იმპიჩმენტის საკითხზე  რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო -1.  ფარული კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, "ქართული ოცნების" წევრების გარდა, ინჯიას "ევროპელი სოციალისტები", "გირჩის" წევრები და ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. პროცესს ესწრებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა, ალეკო ელისაშვილმა მისცა. 

იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდებოდა.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი იმპიჩმენტის განხილვას არ ესწრებოდა. მათ არც კენჭისყრაში მიუღიათ მონაწილეობა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად 16 ოქტომბერს ცნო. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი "ქართულმა ოცნებამ" 1-ელ სექტემბერს დაიწყო. მიზეზი კი ევროპული კურსის მხარდასაჭერად, პრეზიდენტის ევროპული ტურნე გახდა. ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად ბრიუსელში, საფრანგეთსა და გერმანიაში მაინც გაემგზავრა და შარლ მიშელს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ემანუელ მაკრონს შეხვდა და კანდიდატის სტატუსზე, საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი