დღეიდან შემდეგი 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება მხოლოდ ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი - ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის ვერშემდგარ იმპიჩმენტზე:
ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ნინად. შესაბამისად, დღეიდან შემდეგი 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება მხოლოდ ფორმალურად საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი." თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო. იმპიჩმენტმა საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.