ისრაელის ჩრდილოეთით სამხედრო პუნქტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ჰეზბოლამ" აიღო

გამოქვეყნდა:

ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე სამხედრო პუნქტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ისრაელის მედია "ჰეზბოლას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ის ისრაელის სამ ადგილს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს. 

ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებს, რომ თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხა. IDF არ ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ  7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი