პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. ცნობილია, რომ "ოცნება" ამ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხს გულისხმობს.
კანონპროექტის მიხედვით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა - ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, ეს ცვლილება მორიგი მცდელობაა, ხელისუფლეებამ კრიტიკული მედიის ფუნქციონირება შეზღუდოს.