ამერიკის შეერთებული შტატები "ჰამასის" ათი ძირითადი წევრის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ეს პირები მხარს უჭერდნენ "ჰამასს" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც "ჰამასს" თავისი სასტიკი ტერორიზმის განხორციელების საშუალებას აძლევდა, როგორიცაა ისრაელზე თავდასხმა... დღევანდელი ქმედებები "ჰამასის" ტეორრიეტბისა და მათი მხარდამჭერი ქსელისკენაა მიმართული და არა პალესტინელებისკენ", - წერს უწყება.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: