"ომის დასრულების შემდეგ "ჰამასი" აღარ იარსებებს, ღაზის ტერიტორია კი შემცირდება", - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი საუბრობს.
როგორც ისრაელის სახელმწიფო მედიასაშუალება Time of Israel წერს, შესაძლოა, კოენის ეს სიტყვები იმის მანიშნებელი იყოს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში ბუფერული ზონის შექმნას ეცდება იმისთვის, რომ ქვეყნის სამხრეთის რეგიონები უკეთ იყოს დაცული.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: