ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ოთხშაბათს გამოაქვეყნეს დრონით გადაღებული ვიდეო, რომელიც გადაღებულია ღაზაში, ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს თავზე აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ.
IDF აცხადებს, რომ "ისლამური ჯიჰადის წარუმატებელი რაკეტის გაშვების შედეგად მიყენებული ზიანი მიმდებარედ არის ავტოსადგომზე და არ ჰგავს დარტყმის შედეგად წარმოქმნილ კრატერს".
"გარდა ამისა, ჰოსპიტალის ირგვლივ შენობები არ დაზიანებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ IDF-ს არ დაურტყამს ამ ტერიტორიისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ღაზის სექტორში, ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 500 ადამიანი. "ჰამასმა" მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა, ისრაელი აცხადებს, რომ აფეთქება დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" მიერ წარუმატებლად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია.