მე რომ მონა დაგიძახოთ და ეს გააშუქოს მედიამ, ჩაითვლება უხამსობად? | წითლიძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"ამ კანონის ინტერპრეტაციას და გამოყენებასაც როგორ შეძლებთ ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ ნაღმები ამ ცვლილებაში დევს.  მე მაინტერესებს, რომ განმარტოთ - მე რომ მაგალითად მონა დაგიძახოთ თქვენ, ან რომელიმეს და ეს გააშუქოს მედიამ, ან რომელიმე ტელევიზიამ, თუ ჩაითვლება უხამსობად? მე რომ მაგალითად მონა დავიძახო ვინმეს, პრემიერს, ან უმრავლესობის რომელიმე წევრს, ეს რომ მედიამ გააშუქოს, რომელიმე ტელევიზია თუ დაჯარიმდება ამის გამო და თუ დაეკისრება სანქციები?!"

ჰკითხა ენმ-ის დეპუტატმა ანი წითლიძემ "ოცნების" დეპუტატ დავით სონღულაშვილს, რომელიც პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს წარადგენს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი