მე ვამბობ, რომ თქვენი ლიდერები არიან კოჭლი ინდაურის წიპიები, თქვენ ამის გამო ტელევიზიას უჩივლებთ და დააჯარიმებთ | გოცირიძე "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"გუშინ თუ გუშინწინ ითქვა, რომ პრეზიდენტი არის კოჭლი იხვი. ახლა მე რომ გითხრათ, თქვენი პრემიერმინისტრი, ან პარტიის თავმჯდომარე ან გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, რომელიც გყავთ, არის კოჭლი ინდაურის წიწილა - ეს სიძულვილის ენა იქნება თუ არა? ერთ შემთხვევაში იტყვით, რომ ეს პოლიტიკური ტერმინებია კაცო, ამერიკაში ასე გამოიყენება. ამერიკაში ვიღაცამ ხომ ასე თქვა? მე ახლა ვამბობ, რომ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან კოჭლი ინდაურის წიპიები. თქვენ ამის გამო ტელევიზიას უჩივლებთ მარეგულირებელში და დააჯარიმებთ. ხოლო, თქვენი ნათქვამი პოლიტიკურ-კოლექტიურ ტერმინად იქნება გასაღებული. როდესაც არ არსებობს ერთი და იგივე საზომით განსჯა, ასეთ სახელმწიფოში ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ხდება პოლიტიკური დევნის, რეპრესიებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი. ეს კანონმდებლობა უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან" 

განაცხადა ფრაქცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში "ოცნების" მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვისას

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი