ჭორვილასთან მობილიზებული პარტაქტივი ძალადობრივად დაუპირისპირდა ივანიშვილის სოფლისკენ მიმავალი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს. ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კი საქართველოს დროშა წაართვეს, ტარი მოაგლიჯეს და აქციის მონაწილეების მისამართით ისროლეს.
ამჟამად ადგილზე ვითარება შედარებით განმუხტულია. იქამდე კი ჟურნალისტებს ჭორვილას გზა პოლიციამ ჩაუკეტა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მსვლელობის მიზანი ოლიგარქის სახლამდე მისვლა და არაფორმალური მმართველობის გაპროტესტება იყო.
იხილეთ: