ჩამოვედით მშვიდობიანად, დაგვხვდნენ აგრესიულები, რატომ ხართ დროშებითო| ჯაფარიძე ჭორვილას დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

სიმბოლურად ჩამოვედით რუსი ოლიგარქის მშობლიურ სოფელში, რომელსაც სურს დაუკარგოს ჩვენ ქვეყანას ევროპული მომავალი - ამბობს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძე "მთავარი არხის" ეთერში, დღეს ჭორვილაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. 

ჯაფარიძის თქმით, პარტაქტივი, რომლებიც ჭორვილასთან დაახვედრეს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებმა გააღიზიანა: 

"ჩამოვედით სრულიად მშვიდად, რომ გამეკეთებინა განცხადება და მეთქვა, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რუსებით ჩაანაცვლოს. სამწუხაროდ დაგვხვდა ის, რაც დაგვხვდა, მაგრამ მე ამ ადამიანების მიმართ არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ისინი სამწუხაროდ მსხვერპლი არიან ოცნების რუსი ოლიგარქის, ჩვენი, მშვიდობიანი მოქალაქეების შეეშინდათ და ამ ადამიანებს ყველაზე მეტად ერთი სიტყვის ეშინიათ - ევროკავშირის. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვსულიყავით მშვიდად, დაგვხვდნენ აგრესიულები, მე მათ ავუხსენი რომ ეს არ იყო აქცია. მათი არგუმენტი იყო - თუ არ იყო აქცია რატომ იყავით დროშებითო. " ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, მსვლელობის მონაწილეები დღეს ჭორვილაში არ შეუშვეს. ოლიგარქის სოფლის გზა ჯერ პოლიციამ გადაკეტა, შემდეგ კი ადგილზე პარტაქტივი მივიდა, რომლებიც ძალადობრივად დაუპირისპირდნენ ენმ-ის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს. 

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი