82 მომხრე 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი მედიის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებსა და ცენზურის ახალ მეთოდებს აწესებ. კერძოდ, ამ პაკეტით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.
კანონის მიღების აუცილებლობას "ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებით ხსნის და ამტკიცებს, რომ "მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას".
პირველი მოსმენით კანონში ცვლილება გუშინ მიიღეს. კანონპროექტი მესამე მოსმენაზეც დღეს გადის.