ისრაელი - "ჰამასის" ომი | ეგვიპტის პრეზიდენტი იორდანიის მეფეს ხვდება

გამოქვეყნდა:

ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფატაჰ ელ-სისი იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს ხვდება. როგორც მედია წერს, შეხვედრაზე მხარეები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზეც იმსჯელებენ. 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი