უმრავლესობამ მედიის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები მესამე მოსმენითაც მიიღო| ცვლილება "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობამ მედიის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვები და ცენზურის ახალ მეთოდები მესამე მოსმენითაც მიიღო. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი 79-მა  დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 3 იყო.

საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენაც დღეს გაიმართა. "ოცნებამ" კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში განიხილა და მიზეზად ევრორეკოენდაციები მოიყვანა.

მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი "მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას".

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს  უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი