გერმანია ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 50 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს | ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფენ და სამედიცინო ჯგუფებსაც გაგზავნიან.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, გერმანიის ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეხმარება, როგორიცაა მსოფლიო სასურსათო პროგრამა, UNICEF და გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA).

"ჩვენი გზავნილი ნათელია, ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო პალესტინელ დედებს, მამებსა და შვილებს," - თქვა მან ამანში, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

იორდანიაში სტუმრობის შემდეგ, ბერბოკი ლიბანსა და კვლავ ისრაელს ეწვევა. მისი თქმით, მიზანი "ურყევი სოლიდარობა" და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების მიწოდებაა.

ცნობისთვის, ვიზიტის დაწყებამდე ბერბოკმა მხარი დაუჭირა ისრაელს და "ჰამასი" ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის "ფარად" გამოყენებაში დაადანაშაულა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი