IDF-ს პრესსპიკერი აცხადებს, რომ ლიბანში ერთი ტერორისტი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ლიბანში, "ჰეზბოლას" ობიექტებზე საპასუხო თავდასხმის დროს ერთი ტერორისტი მოკლეს. თუმცა, ჰაგარს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია და არც მისი ვინაობა უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

7 ოქტომბრის შემდეგ ისრეალს რამდენჯერმე დაესხნენ თავს ლიბანიდანაც. თავდასხმების ნაწილზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ"  აიღო.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი