გამოხმაურება ნიშნავს, რომ MONA.GE თავის მიზანს ასრულებს, შეწუხდნენ, ეტკინათ | ჯაფარიძე/ხოშტარია ლილუაშვილზე

გამოქვეყნდა:

"გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერები სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილმა MONA.GE-სთან დაკავშირებით გააკეთა. ლილუაშვილის თქმით, მათგან აღვირახსნილ ქმედებებს უნდა ველოდოთ და ამის შესაბამისად, ამ ქმედებების ფონზე შესაბამის რეაგირებას.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ლილუაშვილის ეს გამოხმაურება ნიშნავს იმას, რომ პროექტი სწორია და თავის მიზანს ასრულებს:

"ის, რომ სუს-ის უფროსი ეხმიანება MONA.GE-ს, თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პროექტი აღწევს თავის მიზანს. ამ პროექტის მიზანი არის დაბალი და საშუალო რგოლის შემსრულებლების გამოვლენა, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ, რომლებიც ძალადობაში იღებენ მონაწილეობას, რომლებიც პოლიტიკურ დევნაში იღებენ მონაწილეობას და ა.შ. ეს გამოხმაურება ნიშნავს, რომ პროექტი თავის მიზანს ასრულებს, შეწუხდნენ, ეტკინათ, რაც ნიშნავს, რომ სწორი პროექტია, სწორ ადგილას ჩავაჭირეთ. შესაბამისად, ესეც გავაგრძელებთ," - თქვა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, მუქარები, რომ რაღაცას აკრძალავენ, დახურავენ ან შეზღუდავენ, "ზღაპარია." როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამ პროექტის გაჩერება შეუძლებელია და ის არ გაჩერდება.

ელენე ხოშტარია კი აღნიშნავს, რომ ლილუაშვილს სიმართლის ეშინია და "ეშინია, რომ ამით რუსული სისტემა დაზიანდება." ხოშტარია სუს-ის ხელმძღვანელს ეუბნება, რომ დაშინების, ზეწოლისა და მუქარის, შედეგით ვერ დასრულდება. 

ცნობისთვის, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი MONA.GE შექმნა. პარტიები ამბობენ, რომ მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის და რუსული წესებით ითამაშებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი