სატვირთო მანქანები ღაზის სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ | გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დღეს ეგვიპტეში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ხვალ კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

მანამდე კი გუტერეშმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზის სექტორს დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდნენ. მისი თქმით, ორ მილიონ ადამიანს გადარჩენისთვის წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდება.

"ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის...აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის," - განაცხადა გუტერეშმა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას.

ცნობისთვის, ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. თავდაპირველად განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით კი ეგვიპტემაც დაადასტურა.

რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახურა სხვა სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორიდან და მისკენ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი