ეგვიპტე რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას დათანხმდა

გამოქვეყნდა:

ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.

პირველად განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით ეგვიპტემ დაადასტურა.

"ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე რაფაჰის ტერმინალის გავლით", - თქვა პრეზიდენტის სპიკერმა აჰმედ ფაჰმიმ განცხადებაში, თარიღის დაზუსტების გარეშე.

რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახურა სხვა სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორიდან და მისკენ.

ომში, რომელიც 7 ოქტომებრს დაიწყო ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმით დაიღუპა დაახლოებით 1 400 ისრაელელი და დაახლოებით 3 500 პალესტინელი. ისრაელი ემზადება სახმელეთო ოპერაციისთვის და მოუწოდებს ღაზის სექტორში მცხოვრებლებს გადავიდნენ სამხრეთ ნაწილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი