"სახალხო დამცველის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება" |იოსელიანი კითხვაზე, რატომ არ აკრიტიკებს "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველს "ქართული ოცნების" კრიტიკა არ სურს. ლევან იოსელიანს უჭირს შეაფასოს ხელისუფლების ქმედებები, კერძოდ ისაუბროს მთავრობის  როლზე, როცა საქართველოს მასობრივად ტოვებენ მისი მოქალაქეები.  კითხვა მას ევროკომისიის საგანგაშო სტატისტიკაზე "მთავარმა არხმა" დაუსვა. 

ჩემი მანდატიდან სრულფასოვანი პასუხი ვერ მექნება. ჩვენ რა თქმა უნდა ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე...ამაზე მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით - გვპასუხობს იოსელიანი. 

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა.  ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 87%-თაა გაზრდილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვიც. 

კითხვაზე, რატომ არ აკრიტიკებთ ქართულ ოცნებას? ლევან იოსელიანს ასეთი პოზიცია აქვს: "სახალხო დამცველის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება. მე ვაკრიტიკებ იმ გადაწყვეტილებს, რომელსაც იღებს მმართველი გუნდი, თუ მმართველი პარტია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მეორე თავთან" 

ლევან იოსელიანი პარლამენტში  წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებულ ანგარიშს წარადგენს, რომელიც ადამიანის უფლებების  დაცვის მდგომარეობას ეხება.

იხილეთ ასევე:

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი