სამტრედიაში სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მკვლელობით დასრულდა. 36 წლის კობა მეფარიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, მოკლულის ახლობლები ვერსიებზე არ საუბრობენ. სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავეები ამ დრომდე არ ჰყავთ იდენტიფიცირებული, გამოძიება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს.