პროკურატურაში ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალურ სამოშაო ჯგუფის წევრებისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და ადვოკატის შეხვედრა დასრულდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ოჯახსა და ადვოკატს ამ ეტაპისთვის მოპოვებული საქმის მასალები და მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,
ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. უწყების თქმით, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები და გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.
განცხადებიაში ასევე წერია, რომ საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების Facebook-ის და Google-ის ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ის Instagram-ის , WhatsApp და Google-ის მომსახურებების მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, რომ მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეს გენერალური პროკურატურა
გამოიძიებსებს, ამის შესახებ, 19 აგვისტოს გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლებისა და ირაკლი შოთაძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.