ისრაელის თავდაცვის ძალები ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალები ორი ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას ადასტურებს. IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით ჯუდიტ რაანანი და მისი ქალიშვილი ნატალი ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან იმყოფებიან.

„ჰამასი ცდილობს, მსოფლიოს წინაშე წარდგეს, როგორც ის, ვინც ათავისუფლებს მძევლებს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ მკვლელ ტერორისტულ ჯგუფზე, რომელსაც ამ დროს ტყვედ ყავს ჩვილები, ბავშვები, ქალები და მოხუცები“, - ამბობს ჰაგარი.

მისი თქმით, IDF აგრძელებს ძალისხმევას ისრაელში სხვა მძევლების დასაბრუნებლად და დასძენს, რომ ემზადებიან "ბრძოლის შემდეგი ეტაპებისთვის", რომელიც სავარაუდოდ ღაზაში სახმელეთო ოპერაციას გულისხმობს -  ”ბრძოლა სავარაუდოდ კიდევ ბევრ კვირას გაგრძელდება,” დასძენს ის.

ინფორმაცია აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ ცოტა ხნის წინ, CNN-მა გაავრცელა.

ამ დროისათვის, 200-მდე მძევალი კვლავ რჩება "ჰამასის" ტყვოებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი