როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

თეთრმა სახლი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს, სადაც ჯო ბაიდენი ჰამასის მიერ, დღეს საღამოს გათავისუფლებული ორი ამერიკელი მძევლის შესახებ საუბრობს.

„დღეს ჩვენ უზრუნველვყავით ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ საშინელი ტერორისტული თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ორი ამერიკელის გათავისუფლება.

ჩვენმა მოქალაქეებმა საშინელი განსაცდელი გადაიტანეს ბოლო 14 დღის განმავლობაში და მე უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ისინი მალე დაუბრუნდებიან ოჯახს“, - ამბობს ბაიდენი.

მისი თქმით, აშშ არ შეწყვეტს ძალისხმევას ყველა მძევლის გასათავისუფლებლად. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კატარისა და ისრაელის მთავრობებს ამ საქმეში პარტნიორობისათვის

"ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ოჯახებს არ დავუბრუნებთ მათ საყვარელ ადამიანებს სახლში. როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება" ამბობს ბაიდენი.

აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლება ცოტა ხნის წინ დაადასტურა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი