ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად მინიმუმ 22 ჟურნალისტი დაიღუპა | CPJ

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ, სულ მცირე, 22 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 18 პალესტინელი, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელი.

CPJ-ის მონაცემების მიხედვით, დაშავდა 8 ჟურნალისტი, 3 კი დაკარგულად მიიჩნევა.

"CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ კრიზისის დროს და არ უნდა იყვნენ მეომარი მხარეების სამიზნე," - განაცხადა ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა, შერიფ მანსურმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი