ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დატოვებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, პრემიერმინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა.

"ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა," - აღნიშნულია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მაროკოში მოგზაურობისგანაც, რადგან იქ საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი