ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რაფაჰის საზღვრის დროებით გახსნას X-ზე (ყოფილი Twitter) ეხმაურება და ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას შეამსუბუქებს.
"მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა," - წერს ლაიენი.
შეგახსენებთ, რომ დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. თუმცა, 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადასვლის შემდეგ, გამშვები პუნქტი ისევ დაიკეტა.
ასევე ნახეთ: