"მთავარი არხის" ინფორმაციით, ორი დღის წინ იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ბიზნესმენი გიჩო მარგველაშვილი და კიდევ ერთი პირი, კობა პაიჭაძე, დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გიჩო მარგველაშვილი 2023 წლის 4 მაისს, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, საბა გახოკიამ დაჭრა. მარგველაშვილის დაცვამ, კახაბერ კამლაძემ კი თავდამსხმელს ესროლა და ადგილზე მოკლა. კამლაძე სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.