ღაზაში, "ჰამასის" მძევლობაში 210 ადამიანია | IDF

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზაში "ჰამასის"  მძევლობაში 210 ადამიანია. ისრაელის სამხედრო უწყებამ უკვე მიაწოდა ინფორმაციას გატაცებულების ოჯახებს.

ჰაგარის თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ახალ ინფორმაციას იკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელს რამდენჯერმე დაესხნენ თავს ლიბანიდანაც. თავდასხმების ნაწილზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ"  აიღო.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი