"თქვენ კარგად იცით, რატომ არ გავრცელდა მის წინააღმდეგ მტკიცებულებები უსაფრთხო არხების გარეთ. თქვენი "სტრატეგიული პარტნიორები" ვაშინგტონში არ მოიწონებენ თქვენს განცხადებას, რომ ისინი ცრუობენ, მაგრამ იქნებ ეს არც გაინტერესებთ."
წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, შალვა პაპუაშვილის იმ განცხადების პასუხად, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ისგან ისევ მტკიცებულებებს ითხოვს.