რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდა ქართულ პოლიტიკაში - პუტინის იდეოლოგიის გამტარად ქართული ოცნება რომ იქცა, ამას არა მხოლოდ საქართველოში ხვდებიან, ინფორმაცია ამის შესახებ უკვე პარტნიორებსაც აქვთ. ამერიკის დაზვერვა ახალ ინფორმაციებს აქვეყნებს. საუბარია 100 ქვეყანაზე, სადაც რუსული პროპაგანდისტული მოდელი წარმატებით მუშაობს, ქვეყნები არ კონკრეტდება, თუმცა, დიდი ალბათობით მათ რიცხვში საქართველოცაა.
დოკუმენტების მიხედვით, რუსეთი აქტიურად მუშაობს ქვეყნებთან რომ დემოკრატიული მმართველობა იქ შესუსტდეს და არჩევნებმა მნიშვნელობა დაკარგოს.
მოსკოვი ჯაშუშებს, სოციალურ ქსელებსა და რუსეთის სახელმწიფო მედიას იყენებს, რომ შეარყიოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ მთელ მსოფლიოში. ზუსტად ისე, როგორც ამას საქართველოში წარმატებით ახერხებს პუტინი. ვაშინგტონი რეკომენდაციით მიმართავს პარტნიორ ქვეყნებს მიიღონ ზომები რუსეთის ჩარევის ეფექტის შესასუსტებლად. მათ შორის გამოიყენოს სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება.