რუსული ავიაკომპანიებისგან ფრენების აღდგენაზე ოფიციალური განაცხადი არ მიგვიღია

გამოქვეყნდა:

რუსული ავიაკომპანიებისგან საქართველოს ფრენების აღდგენაზე ოფიციალური წინადადება ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა მიღების შემთხვევაში, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საკითხს ტურიზმისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განიხილავენ:

"დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი, ოფიციალურად თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ შეზღუდვის გადახედვაზე და დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას. 

დღესდღეობით თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არამხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც"- ამბობს თურნავა.

ვიმედოვნებთ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია - განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რია ნოვოსტისთან საუბარში გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი