უპასუხისმგებლო GWP-ის გამო პარალიზებულია ნახევარი თბილისი, დავაჯარიმეთ, მაგრამ არ ანაღვლებთ | წილოსანი

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი საცობებს ეხმაურება და წერს, რომ "უპასუხისმგებლო" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გამო მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი პარალიზებულია. 

მისივე თქმით, კომპანიას 5 000 ლარით დააჯარიმებენ, თუმცა მათ ეს "არ ანაღვლებთ".

"ერთი უპასუხისმგებლო GWP-ის გამო პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი.

ერთია რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა რომ საზ ტრანსპორტი დილის პიკში 351, 304, 335, 321,293, 292, 459,518 ყველა შეფერხებით იმოძრავებს.

ამასთან ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს რა ხდება და რა დრო დაჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.

P.S. ბუნებრივია დავაჯარიმეთ მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ", - წერს წილოსანი.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი