"სახმელეთო ოპერაციისთვის ვემზადებით - დრო გადაწყვეტილია", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს და მოქალაქეებს იარაღის ტარებისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია ოპერაციის დაწყების კონკრეტული დრო - "კონსესუსით გადავწყვიტეთ სახმელეთო ოპერაციის დაწყების დრო. გადაწყვეტილება IDF-ის შტაბის უფროსთან და ომის კაბინეტთან ერთად მივიღეთ".
მისივე თქმით, ოპერაციას ორი მიზანი აქვს, "ჰამასის" განადგურება და მძევლების გადარჩენა.