"თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა. ღონისძიებას 60-ზე მეტი ქვეყნის 2 000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის არიან სომხეთის, აზერბაიჯანისა, საქართველოსა და მონტენეგროს პრემიერმინისტრები.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ქვეყანაში მეოთხედ იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემა არის დაკავშირებადობა. მათივე თქმით, ღონისძიებაზე იმსჯელებენ გლობალურ ტრანსკონტინენტური მასშტაბის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე. ასევე, განსახილველი საკითხი იქნება ე.წ შუა დერეფნის პროექტი, ანაკლიის პორტი, ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაცია და სხვა თემები.
"ქვეყნის როლი იზრდება ყველაზე მეტად, როგორც ალტერნატიული, საიმედო მარშრუტის, ასევე უმოკლესი მარშრუტის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზის.
ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, თუმცა, ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება დერეფნის კონკურენტუნარიანობა. აქ საუბარია, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს - თითქმის გაორმაგდეს. ასევე საუბარია როგორც მშრალ, ისე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე და განვითარებაზე, ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი", - ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
ამ წუთებში ღონისძიებაზე სიტყვით პრემიერმინისტრი გამოდის: