მარინა ოვსიანიკოვას რუსეთის სასამართლომ მშობლის უფლება ჩამოართვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მარინა ოვსიანიკოვას, მშობლის უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მოსკოვის შჩერბინსკის სასამართლომ. სასამართლოში სარჩელი ჟურნალისტის ყოფილმა ქმარმა იგორ ოვსიანიკოვმა შეიტანა, რომელიც პროპაგანდისტულ Russia Today-ში მუშაობს. იქამდე კი სასამართლომ ოვსიანიკოვას მას ორივე შვილისთვის - 17 წლის ვაჟისა და 11 წლის გოგოსთვის, ალიმენტის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს რუსეთის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად მიუსაჯა 8,5 წლით პატიმრობა. მას რუსული არმიის შესახებ "დეზინფორმაციის გავრცელების" გამო წაუყენეს ბრალი.

2022 წლის მარტში, რუსეთის პირველი არხის თანამშრომელი, ოვსიანიკოვა პლაკატით "შეაჩერე ომი! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, გატყუებენ", - "ვრემიას" საინფორმაციო გადაცემაში, პირდაპირ ეთერში გამოჩნდა. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა: "სამწუხაროდ, ვაშუქებდი კრემლის პროპაგანდას, რის გამოც ძალიან მრცხვენია" და ხალხს აქციებზე გასვლისკენ მოუწოდა. ამისათვის ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნეს და 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ამის შემდეგ ის გერმანიაში წავიდა, სადაც რამდენიმე თვე მუშაობდა. 2022 წლის ივლისში, ოვსიანიკოვა რუსეთში დაბრუნდა და სამჯერ დააჯარიმეს "ჯარის დისკრედიტაციის" მუხლით.

2022 წლის აგვისტოში ოვსიანიკოვას წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ საქმე აღძრა და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. 2022 წლის ოქტომბერში ოვსიანიკოვა ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა, ისინი ახლა პარიზში ცხოვრობენ. რუსეთის შსს-მ ოვსიანიკოვაზე ძებნა გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი