თავდასხმა მკოიანზე - "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ მის ძმას ჩაუსაფრდნენ და მისი ავტომანქანის აფეთქება სცადეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
"მთავარ" არხთან სატელეფონო ინტერვიუში ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ეს არის იმ მუქარის ასრულება, რომელსაც მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში ის იღებს.
თავდასხმა იყო, ძლიერი აფეთქება მოხდა, სამ კილომეტრში ისმოდა ყველაფერი. აფეთქება ამ ხის სიახლოვეს მოხდა, ხის ნაფოტები აქეთ-იქით ყრია. მანქანაში ყველა დამცავი ბალიში გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშინდა. გახსოვთ ალბათ, დაახლოებით ერთი თვის წინ მე მოკვლით მემუქრებოდნენ - ამბობს ენზელ მკოიანი
დეპუტატი ვერსიებზე არ საუბრობს და დეტალებს არ აზუსტებს, თუცა ამბობს, რომ მას სხვადასხვა ვერსიები აქვს და არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშრდებოდეს.
ენზელ მკოიანი უკმაყოფილოა და ამბობს, რო საგამოძიებო უწყებები, განსაკუთრებით კი გენერალური პროკურატურა მის განცხადებებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
მკოიანმა მუქარის შესახებ პირველი გაბნცხადება 10 აგვისტოს გააკეთა და თქვა, რომ ვინმე "ვასილი და ვანია" ფეისბუქ Messenger-ით დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს პოლიტიკიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელ ადამიანს წაართმევდნენ. 4 დღის შემდეგ კი ტელეფონით დაურეკეს და 5 მლნ აშშ დოლარის კონკრეტულ ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვეს, უარის შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ.