ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება - ოჯახი ხელისუფლებას 10 დღიან ვადას აძლევს

გამოქვეყნდა:

მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. გატაცებულის ოჯახი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს. მღებრიშვილის ოჯახის წევრები, სატელეფონო მუქარის შესახებაც ლაპარაკობენ. მათვე თქმით, ზარის ავტორმა, გატაცებულის ოჯახს უთხრა, რომ უნდა გაჩუმდნენ.

მივმართავ უშუალოდ პრემიერ, ბატონ გიორგი გახარიას და ქალბატონ პრეზიდენტს ყველანაირი ღონე იხმარეთ, რომ უმოკლეს ვადაში, გთხოვთ, გევედრებით, ბატონო გიორგი მაქსიმუმ 10 დღის ვადაში, ხვიჩა მღებრიშვილზე მიიღოთ გადამწყვეტი ზომები, თორემ ისი ვიცი, რა ხდება და ყველაფერი ვიცი,  აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში ვარ, თუ არადა 10 დღის შემდეგ სასწაულ აქციებს გავმართავთ, - ამბობს მღებრიშვილის დედა. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ს მოქალაქეებზე გეგმავდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და ახლა მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი