"უხამსობის ენა" არაა დირექტივების ნაწილი და არაა მისი რეგულირების საჭიროება | EU-ის წარმომადგენლობა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "უხამსობის ენა" დირექტივების ნაწილი არაა და შესაბამისად დირექტივების გამოყენებით რეგულირებას არ საჭიროებს. კომენტარს "ფორმულა" ავრცელებს.

წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროკომისია გააგრძელებს მონიტორინგს ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით მაუწყებლობასთან მიმართებაში და მზად იქნება მიაწოდოს რეკომენდაციები.

"საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით ახლა, როცა ის გაფართოების გზაზეა, აუცილებელია მისი შესაბამისობა გარკვეულ დებულებებთან და  პრინციპებთან. არასრულწლოვანთა დაცვის რეგულირება და სიძულვილის გაღვივება არის აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივების მთავარი ელემენტები, რომელთა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველო. გარდა ამისა, კრეატიული ევროპის პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად საქართველოს სჭირდება შეესაბამებოდეს დირექტივების კონკრეტულ დებულებებს.

ევროკომისიაში კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები ეხება ამ საკითხს. ჩვენ მოვისმინეთ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან მრავალი ავტორიტეტული აქტორის შეშფოთება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ქართულ რეგულატორს. ევროკომისია გააგრძელებს მონიტორინგს ამ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით მაუწყებლობასთან მიმართებაში და მზად იქნება მიაწოდოს რეკომენდაციები. რაც შეეხება "უხამსობის ენას", ის არაა დირექტივების ნაწილი და არაა მისი რეგულირების საჭიროება დირექტივების გამოყენებით", - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ 19 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც მედიის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს  უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.

მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი "მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას". "ოცნებამ" კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში განიხილა და მიზეზად ევრორეკომენდაციები მოიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი