"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რუხ ბიზნესმენებზე საუბრისას პირველი დავით კეზერაშვილი ახსენდება და რომ პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შემხებლობა არ აქვს რუხ ფერთან.
სარჯველაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას გუშინ, სენატში გამართულ მოსმენაზე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ჯეიმს ო'ბრაიენმა თქვა, რომ ახლა საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა საქართველოს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას.
"ობიექტურად დავსვათ, სულ ერთია, ვინც არ უნდა თქვას, რუხ ბიზნესმენებზე როცაა საუბარი, მაგალითად კეზერაშვილი მომდის პირველად მეხსიერებაში ვინც მიტივტივდება, [ივანიშვილი არა?] არა, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არ აქვს მას შემხებლობა რუხ ფერთან. ეს შემიძლია ძალიან დანამდვილებით გითხრათ, კეზერაშვილი არის პირველი ვინც მეხსიერებაში მიტივტივდება", - თქვა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ შემდეგი, ვისაც ამერიკა სანქციებს დაუწესებს, ბიძინა ივანიშვილი იყოს.
იხილეთ: