"ქართული ოცნების" დეპუტატს, გია ვოლსკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს ვინ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთმა თუ უკრაინამ, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს პროვოკაციული კითხვაა. ჟურნალისტებმა ვოლსკის უნგრეთის პრემიერის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინელები ვერ გაიმარჯვებენ.
ვოლსკი ამბობს, რომ ორბანს თავისი ინტერესი აქვს და საქართველოს მხარს უჭერს, შესაბამისად, უნგრეთის პოლიტიკას მიესალმებიან.
მან ჟურნალისტს უთხრა, რომ სისულელეს ლაპარაკობს და რომ ორბანის შეფასება მისი საქმე არაა.
"ეგ არის პროვოკაციული, ვინ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ვამბობთ, რომ ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარს, ასე რომ, ამ სიტყვებზე დევნა, აბა შენ რას იტყვი, ორბანის სიტყვას გაიმეორებ, აბა იმას შეაგინე, ამაზე კარგი თქვი, ეს არის, ჯერ ერთი, პროვოკაციული მიდგომაა მეორეს ერთი, რაღაც ბინძური პოლიტიკის გამოხატულებაა.
მე ვამბობ, რომ უკრაინას მხარს ვუჭერ, როდესაც ვამბობ, ესე იგი მხარს ვუჭერ, ორბანს თავისი ინტერესი აქვს, თავისი ქვეყანა ჰყავს, თავის ხელმძღვანელობა აქვს და მხარს გვიჭერს და მივესალმებით უნგრეთის პოლიტიკას. ხავსიც რომ გამოგელია და სიპ ქვაზე ხელს უსვამ, მაშინ უნდა დასვა საკითხი, რომ ორბანს მიაჩნია, რომ მშვიდობა არის უფრო კარგი, ვიდრე ომი. სისულელეს ნუ ლაპარაკობთ, მომისმინეთ რა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, თქვენი საქმე არ არის ორბანის და იმის შეფასება", - თქვა ვოლსკიმ.